21 ივლისი 2024,   15:24
ვრცლად
„ცხედრის გადმოცემის გაჭიანურება ემსახურება იმ მიზანს, რომ ექსპერტიზამ ვერ დაადგინოს გარდაცვალების გამომწვევი მიზეზები"- ნინო ლომჯარია

„ცხედრის გადმოცემის გაჭიანურება ემსახურება იმ მიზანს, რომ ექსპერტიზამ ვერ დაადგინოს გარდაცვალების გამომწვევი მიზეზები,“- ეს განცხადება, სახალხო დამცველმა ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენებასთან დაკავშირებით გააკეთა.

ნინო ლომჯარია მოუწოდებს ხელისუფლებას ოკუპირებულ ახალგორში მყოფი კიდევ ორი ქართველის გათავისუფლების საკითხზე აქტიურად იმუშაოს.

„ცდილობენ ცხედრის მაქსიმალურად დამალვას. ამიტომ ვფიქრობ, რომ აუცილებელია, ალბათ, საერთაშორისო მექანიზმებითა და რეაგირების გზით მოვახდინოთ რუსეთის ხელისუფლებაზე ზეწოლა, რომ დროულად გადმოიცეს ცხედარი,“- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

 

 

დღის ამბები