18 აპრილი 2024,   05:11
ვრცლად
"ოქროს ჟოლოს" დაჯილდოება - ტომ კრუზი, მელ გიბსონი, ტაილერ პერი და კიმ ბეი-სინგერი წლის ყველაზე ცუდ მსახიობებად დასახელდნენ

„ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიამდე ერთი დღით ადრე ჰოლივუდში, ტრადიციულად, ე.წ. ანტი-ოსკარის მფლობელები დაასახელეს.

"ოქროს ჟოლოს" 4 ქანდაკება ერგო „სონი ფიქჩერსის“ ანიმაციურ ნამუშევარს „ემოციები,“ მათ შორის, წლის ყველაზე ცუდი ფილმის კატეგორიაში.

ტომ კრუზი და მელ გიბსონი მამაკაცებს შორის წლის ყველაზე ცუდი მსახიობები გახდნენ, ქალებს შორის ამავე ნომინაციაში ტაილერ პერიმ და კიმ ბეი-სინგერმა გაიმარჯვეს.

აღსანიშნავია, რომ კარიერის განმავლობაში ეს ტომ კრუზისთვის პირველი ოქროს ჟოლოს ქანდაკებაა. 

დღის ამბები