ქალთა კვირეული ფარგლებში ზესტაფონში დღეს მსვლელობა მოეწყო. ღონისძიება გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად, ევროკავშირის პროექტის ფარგლებში ჩატარდა.
მსვლელობა ზესტაფონის ცენტრში დაიწყო და ქალაქის ქუჩებში გაგრძელდა, ღონისძიებაში 60-მდე ადამიანი მონაწილებდა და მას ქართველი მშვილდოსანი ლაშა ფხაკაძეც შეუერთდა.
დღევანდელი აქცია ზესტაფონის მუსიკალურ ცენტრში, გენდერული თანასწორობის მხარდამჭერი კონცერტით დასრულდა.