18 ნოემბერი 2024,   00:23
ვრცლად
მატარებლის უფუნქციო სადგური თბილისის აეროპორტში - რეისები ფრენების განრიგზე მორგებული არ არის

მატარებლის უფუნქციო სადგური თბილისის აეროპორტში - რკინიგზა აეროსადგურს რკინიგზის ცენტრალურ სადგურთან აკავშირებს, თუმცა, მატარებელი დღე-ღამეში მხოლოდ ორჯერ მოძრაობს და მისი რეისები ფრენების განრიგზე მორგებული არ არის.

„კურიერის“ ჟურნალისტი ერთ-ერთი რეისის ერთადერთი მგზავრი იყო და მის გარდა ვაგონში სხვა არავინ იჯდა. მწყობრიდან არის გამოსული მატარებელი და ვაგონი არაკომფორტულია.

აეროპორტის სადგურში სალარო არ მუშაობს, რის გამოც, ტურისტებს ბილეთის აღება მატარებელში დამონტაჟებული აპარატით უწევთ.

თბილისის აეროპორტის სადგური 2007 წელს პრეზიდენტის ინიციატივით აშენდა და მასზე 17 მილიონი ლარი დაიხარჯა. როგორც ყველა ევროპულ ქალაქში, რკინიგზა უნდა ყოფილიყო იაფი ტრანსპორტი ქალაქის ცენტრამდე მისასვლელად.

არასამთავრობო სექტორში მიიჩნევენ, რომ სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი მხოლოდ იმიტომ აქცია რკინიგზის დეპარტამენტის ახალმა ხელმძღვანელობამ წარუმატებლად, რომ ის წინა ხელისუფლებას უკავშირდება.

რკინიგზის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ აეროპორტის სადგურის პროექტი წარუმატებელი აღმოჩნდა და მაშინაც კი, როდესაც მატარებლისა და ფრენის რეისები სინქრონიზებული იყო, მოთხოვნა ამ ტრანსპორტზე მაინც არ არსებობდა.

არ არის გამორიცხული, რომ წარუმატებელი და არამომგებიანი პროექტის მიზეზით, ეს მიმართულება საქართველოს რკინიგზამ საერთოდ გააუქმოს.

დღის ამბები