03 მაისი 2024,   23:50
ვრცლად
განათლების სამინისტრო დღეიდან სასკოლო სახელმძღვანელოების საჯარო განხილვას იწყებს

განათლების სამინისტრო დღეიდან სასკოლო სახელმძღვანელოების საჯარო განხილვას იწყებს. პირველიდან მეექვსე კლასების წიგნები თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად შეირჩევა.

პროცესში საგნობრივ სპეციალისტებთან ერთად, ფილოლოგები, საბავშვო ფსიქოლოგები, განვითარების სპეციალისტები და კონსტიტუციონალისტები არიან ჩართულნი. დღეიდან ელექტრონული პორტალის მეშვეობით გრიფირების პროცესში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

„ვიწყებთ საჯარო განხილვებს, შესაბამისად, ყველა მოქალაქეს ექნება საშუალება ჩვენს ვებ გვერდზე ნახოს ყველა წარმოდგენილი განაცხადი, წაიკითხოს წარმოადგინოს მოსაზრება და მიიღოს მონაწილეობა ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესში,“- განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თემურ მურღულიამ.

დღის ამბები