06 ოქტომბერი 2024,   17:21
ვრცლად
აბაშიძის ქუჩაზე ხელნაკეთი ნივთების მაღაზია გატეხეს

აბაშიძის ქუჩაზე ხელნაკეთი ნივთების მაღაზია გატეხეს. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ადგილზე არავინ იმყოფებოდა. გავრცელებული ცნობით, წაღებულია ფული, თუმცა თანხის ზუსტი რაოდენობა ამ ეტაპზე უცნობია.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „რუსთავი 2“-ს განუცხადეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

დღის ამბები