01 მაისი 2024,   04:53
ვრცლად
მკვლელობა ვერაზე - სამართალდამცველებმა ყოფილი კრიმინალური ავტორიტეტის მეზობლები დაკითხეს 

ვერაზე მოკლული, გოგა ხატოევის მეზობლებისა და ახლობლების დაკითხვა თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში გვიან ღამემდე მიმდინარეობდა.

პოლიციას ჩვენება მისცა გარდაცვლილის დამაც, რომელსაც დანარჩენების მსგავსად, მომხდარის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ აქვს. დაკითხულთა ნაწილმა ხატოევი მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრეც ნახა, მაგრამ მათი თქმით, ხატოევს შესაძლო პრობლემასა ან რაიმე საეჭვო გარემოებაზე არაფერი უთქვამს.

მეზობლებს არც სროლის ხმა გაუგიათ. გოგი ხატოევის მკვლელობის მიზეზად რამდენიმე ვერსია სახელდება.

ყოფილი კრიმინალური ავტორიტეტი საკუთარ სახლში მოკლული გუშინ, გამთენიისას იპოვნეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები