03 მაისი 2024,   15:15
ვრცლად
გამოხატვის თავისუფლებაზე თავდასხმა, ძალადობრივი ქმედებები არის აბსოლუტურად მიუღებელი - ფიქრია ჩიხრაძე

არასამთავრობო სექტორის და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ამ წუთებში რუსთავი2-ის შენობაში იმყოფებიან. გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მათ გუშინ მომხდარი თავდასხმის დეტალებს აცნობს. არასამთავრობოები და პოლიტიკოსები ძალადობის ფაქტზე ადეკვატურ რეაგირებას და დამნაშავეების დასჯას ელოდებიან. 

შეხვედრაზე იმყოფება საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში.

ფიქრია ჩიხრაძე აცხადებს, რომ, თუკი ვინმესთვის რაიმე მიუღებელია, პროტესტის გამოხატვის უამრავი ფორმა არსებობს, თუმცა, ძალადობრივი ქმედებები დაუშვებელია.

„გამოხატვის თავისუფლებაზე თავდასხმა, ძალადობრივი ქმედებები არის აბსოლუტურად მიუღებელი, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს. ადამიანს თუ რაღაც არ მოსწონს, პროტესტის გამოხატვის ათასი ფორმა არსებობს, მაგრამ აბსოლუტურად დაუშვებელია ძალადობრივი ფორმების გამოყენება და ამაზე ძალიან მწვავე რეაგირება არის საჭირო, რომ ამან არ იმუშაოს, როგორც გადამდებმა ეფექტმა, რომ ჟურნალისტები იყვნენ თავიანთ საქმიანობაში ხელშეუხებელნი და, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას საქართველოში პრობლემები არ შეექმნას,“ - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

დღის ამბები