ბოლო დღეების ყველაზე აქტუალური საკითხი სპორტულ სამყაროში - დარჩება თუ არა ნეიმარი ბარსელონაში? გააკეთებს თუ არა ბრაზილიელი არჩევანს პსჟ-ს სასარგებლოდ? წამყვანი სპორტული გამოცემების ინფორმაციით, პარიზული კლუბი სამხრეთ ამერიკელს უახლოეს დღეებში ოფიციალურად გაიფორმებს.
ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი გავრცელებული ინფორმაციით მომავალ კვირას განხორციელდება. ფრანგული კლუბი მზად არის ბრაზილიელის სანაცვლოდ 222 მილიონი ევრო გადაიხადოს, თუმცა სენ ჟერმენის ყატარელ მფლობელს, ნასერ ალ ხელაიფის დასახული მიზნის მისაღწევად სოლიდური თანხის გადახდა მოუწევს, რადგან ბარსელონას ხელმძღვანელები თანხის სრულად გადახდას ითხოვენ. ამ შემთხვევაში კი პსჟ-მ FIFA-ს წესების არ უნდა დაარღვიოს,რომლის მიხედვითაც: გუნდი, რომელიც იხდის იმაზე მეტს, ვიდრე გამოიმუშავა, ტრანსფერის ღირებულებას ამატებს თანხის 21 პროცენტს. ამასთანავე საფრანგეთში ხელფასების 69 პროცენტი საგადასახადოში მიდის. ნეიმარს კი წლიურად 30 მილიონს სთავაზობენ, ასე რომ პსჟ-მ 90.8 მილიონი უნდა დახარჯოს. 4-წლიან კონტრაქტის შემთხვევაში 363.2 მილიონი , ჯამში კი 631.82 მილიონი ევრო, რაც უეფას სტანდარტებს სცდება. ამის გამო საფრანგეთის ბოლო წლების საუკეთესო გუნდმა რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი უნდა გაყიდოს.
მიუხედავად ასეთი რთული სქემისა ტრანსფერი რეალურია. Mundo Deportivo-ზე იწერება რომ ყველაფერი გადაწყვეტილია, გავრცელებული ინფორმაციით ფეხბურთელმა თავისი გადაწყვეტილება თანაგუნდელებს ხუთშაბათის ვარჯიშზე გააცნო. ვარჯიშზე რომელზეც საკუთარ თანაგუნდელს პორტუგალიელ ნელსონ სემედუს ეჩხუბა.
უახლოეს დღეებში 25 წლის ბრაზილიელი ჩინეთში, შანხაიში, გაემგზავრება, Nike-ის ღონისძიებას დაესწრება. შემდეგ კი ნეიმარი დოჰაში გაფრინდება, სადაც კომპანია Qatar Sports Investment-თან გააფორმებს ხელშეკრულებას, რომელიც პსჟ-ს მფლობელის საკუთრებაა. სწორედ ამის შემდეგ ისტორიული ტრანსფერი გაოფიციალურდება.
მსოფლიოს წამყვანი სპორტული გამოცემები წერენ, რომ ნეიმარის ტრანსფერში გადამწყვეტი როლი ორმა ადამიანმა ითამაშა, მამამ - ნეიმარ და საილვა უფროსმა და დანი ალვეშმა, რომელიც ამჟამად პსჟ-ს ფეხბურთელია.
ნეიმარ ჟუნიორ უფროსი თავისი შვილის "პარი სენ-ჟემრენში" ტრანსფერის შემთხვევაში, მომდევნო კვირაში 62 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ნეიმარის კონტრაქტში გათვალისწინებული იყო პუნქტი, რომ თუ ბრაზილიელი 2017 წლის 31 ივლისს "ბარსელონას" ფეხბურთელი იქნებოდა, მამამისი ე.წ. "ერთგულებისთვის" 26 მილიონ ევროს მიიღებდა.
გარდა ამისა, თუ ნეიმარი 31 ივლისის შემდეგ "პარი სენ-ჟერმენის" ფეხბურთელი გახდება, მამამისი პარიზული კლუბისგან ბონუსის სახით 36 მილიონ ევროს მიიღებს. თუ ეს ტრანსფერი შედგა, მისი საბანკო ანგარიში 1 კვირაში 62 მილიონი ევროთ გაიზრდება.