დღეს UEFA-ს ერთა ლიგის კენჭისყრა გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრების ჯგუფის მეტოქეები გაირკვა.
ეროვნული ნაკრები D დივიზიონის იასპარეზებს პირველ ჯგუფში იასპარეზებს. საქართველოს მეტოქეები ანდორა, ყაზახეთი და ლატვია იქნებიან.
D დივიზიონის კიდევ 3 ქვეჯგუფი შემდეგნაირად გადანაწილდა.
II ჯგუფი: სან მარინო, მოლდოვა, ლუქსემბურგი, ბელარუსი
III ჯგუფი: კოსოვო, მალტა, ფარერები, აზერბაიჯანი
IV ჯგუფი: გიბრალტარი, ლიხტენშტეინი, სომხეთი, მაკედონია
პირველი ტურის მატჩები კი 2018 წლის 6-8 სექტემბერს გაიმართება.