07 მაისი 2024,   12:49
ვრცლად
„ნაციონალური მოძრაობა“ გამოირჩევა პროვოკაციული ქმედებებით" - ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

„რეალურ ვითარებას დაადგენს გამოძიება და დარწმუნებული ვარ, კანონის მიერ რეაგირება მოხდება,“- ასე გამოეხმაურა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ღურჭუმელიძე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ბესო ქათამაძის ცემის ფაქტს.

მისი თქმით, ინციდენტის შესახებ ინფორმირებული არ არის, თუმცა ამბობს, რომ ძალადობას ემიჯნება. გიორგი ღურჭუმელიძე ასევე აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პროვოკაციული ქმედებებით გამოირჩევა.

„ნაციონალური მოძრაობა“ გამოირჩევა პროვოკაციული ქმედებებით, ცდილობს ვითარების ესკალაციას, მთლიანად ქვეყნის მასშტაბით და მათ შორის, ჩვენს მუნიციპალიტეტში. ხელისუფლებას ამაზე ადეკვატური პასუხი ექნება. ძალადობა ნამდვილად დაუშვებელია ნებისმიერი ფორმით, ჩვენ ვგმობთ ძალადობას, ოღონდ, მოვუწოდებ ყველას, რომ გამოძიების ოფიციალურ შედეგებს დაელოდნენ და შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება,“- განაცხადა გიორგი ღურჭუმელიძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ოზურგეთის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, ბესო ქათამაძეს „ქართული ოცნების“ წევრებმა სცემეს.

ავტორი: სოფო ჭულუხაძე. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები