22 დეკემბერი 2024,   05:44
ვრცლად
ოზურგეთის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრს ამავე საკრებულოს "ქართული ოცნების" წევრებმა სცემეს

ოზურგეთის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ბესო ქათამაძეს „ქართული ოცნების“ წევრებმა სცემეს.

როგორც ცნობილია, ქათამაძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებების გამო „ქართული ოცნების“ წევრებმა ფრაქციის ოფისში დაიბარეს და მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ბესო ქათამაძემ, თავად განაცხადა, რომ მას 5 პირი ურტყამდა და თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს.

„რაღაც საქმე ჰქონდათ, დამიბარეს და დამესხნენ თავს. „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე, ფრაქციის წევრები, ჩამარტყეს თავში რაღაცა. 4-5 პირი იყო, გავითიშე ზუსტად არ მახსოვს. მიზეზი „ფეისბუქ“ აქტიურობისა და ჩემი აქტიურობის გამო,"-განაცხადა ბესო ქათამაძემ.

ქათამაძე  „მედალფას“ რეანიმაციულ განყოფილებაში დაგაიყვანეს, მას თავზე რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა და ნაკერი დაადეს.

„აღენიშნებოდა თხემის არეში სამი მცირე ზომის ჭრილობა. დაახლოებით ერთი სანტიმეტრი, სანტიმეტრ ნახევარი სიგრძის. ამ სამი ჭრილობიდან ერთი სისხლმდენი , ამიტომ დაედო სისხლმდენ ჭრილობაზე ერთი ნაკერი. მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, პაციენტი კონტაქტურია“- განაცხადა შპს ”მედალფას” ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა დავით მდინარაძემ.

თავად საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე და ფრაქციის წევრები მომხდარის შესახებ არ საუბრობენ. ისინი მხოლოდ იმას ამბობენ, რომ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.  

დღის ამბები