07 მაისი 2024,   13:54
ვრცლად
ჩვენ გვინდა, რომ გავზარდოთ ეკონომიკა და ერთდროულად გავანაწილოთ თანაბრად შემოსავლები მოსახლეობას შორის - ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი

„ეკონომიკის ზრდა არ არის ჩვენი თვითმიზანი, ჩვენი თვითმიზანი არის, რომ საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობა ავამაღლოთ,“ - ეს განცხადება, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი ქობულიამ პარლამენტარებთან შეხვედრის დროს გააკეთა.

გიორგი ქობულია განცხადებით, მისი მთავარი მიზანია, რომ დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდოს, რასაც, შესაბამისად, შემოსავლების ზრდა მოჰყვება.

„ეკონომიკის ზრდა არ არის ჩვენი თვითმიზანი, ჩვენი თვითმიზანი არის, რომ საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობა ავამაღლოთ. ჩვენ თუ მივაღწევთ ეკონომიკის ზრდას მარტო იმით, რომ ვთქვათ, შემოვიყვანთ დიდ ინვესტორს, რომელიც ააშენებს ძალიან დიდ ქარხანას და ამით გაიზრდება ეკონომიკა, მაგრამ ამით კეთილდღეობა ძირითადი მოსახლეობის არ გაიზრდება იმიტომ, რომ ის ხალხი, რომელიც დღესდღეობით არის რეგიონებში ის ისევ დაუსაქმებელი დარჩება და სიღარიბის დონე არ შემცირდება, ამიტომაც არის, რომ ჩვენ ვიყენებთ ამ ტერმინს - ინკლუზიურობა, სადაც ჩვენ გვინდა, რომ გავზარდოთ ეკონომიკა და ერთდროულად გავანაწილოთ თანაბრად შემოსავლები მოსახლეობას შორის. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვინდა, რომ დავასაქმოთ ბევრად მეტი ხალხი და ეს ხალხი, რომ იყოს დასაქმებული და გამოიმუშაოს ის სახსრები, რომლითაც იცხოვრებს,“ - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

დღის ამბები