08 მაისი 2024,   13:27
ვრცლად
„საზოგადოებრივი აზრის კვლევა მაუწყებლებმა უნდა ჩაატარონ მიუკერძოებლად" - „საერთშორისო გამჭვირვალობა" ერთობლივ კონსულტაციებს იწყებს

„საერთშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ დღეიდან მაუწყებლებისა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენლებთან ერთობლივ კონსულტაციებს იწყებს.

საქმე ეხება რამდენიმე დღის წინ კომისიის მიერ გაკეთებულ განცხადებას - მან მოუწოდა მაუწყებლებს გადაამოწმონ მათი დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის სანდოობა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მედიასაშუალებებს საჯარიმო სანქციებით დაემუქრა.

გაფრთხილების გათვალისწინებაზე უარს აცხადებენ მაუწყებლები. მესამე სექტორი კომისიის მოთხოვნებს საერთშორისო სტუდენტების დარღვევად მიიჩნევს.

„საზოგადოებრივი აზრის კვლევა მაუწყებლებმა უნდა ჩაატარონ მიუკერძოებლად, თუმცა ის მოთხოვნები რომელსაც კომისია უყენებს უკვე მერამდენეჯერ მიგვაჩნია, რომ არის არაპროპორციული და ცალსახად ეწინააღმდეგება საერთაშორისო ნორმებსა და საუკეთესო პრაქტიკას“- არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამის მენეჯერი მამუკა ანდღულაძე.

დღის ამბები