08 მაისი 2024,   14:53
ვრცლად
არჩევნების შედეგები და ოპოზიციის მიტინგი-გიორგი მარგველაშვილმა BBC-ის რუსულ ბიუროსთან არჩევნებზე დაფიქსირებულ კანონდარღვევებზე ისაუბრა

გიორგი მარგველაშვილმა არჩევნების შედეგები და ოპოზიციის პროტესტი ტელეკომპანია BBC-ის რუსულ ბიუროსთვის მიცემულ ინტერვიუში შეაფასა. ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის თქმით, მიტინგი დემოკრატიული პროცესია და მოსახლეობა საარჩევნო პროცესში გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით საკუთარ უკმაყოფილებას გამოხატავს. პრეზიდენტის შეფასებითვე, სახელმწიფოს როლი იმაშია, რომ აღკვეთოს ნებისმიერი კონფლიქტი და სხვადასხვა მომიტინგე მხარეებს შორის კონტაქტი.

„ვითარება არჩევნებზე არ ყოფილა საუკეთესო იმ კუთხით, რომ იყო ბევრი დარღვევა, ხალხი ამის გამო უარყოფით პოზიციას გამოხატავს და ეს ბუნებრივია. ჩვენ გვყავს არჩეული პრეზიდენტი და მალე გაიმართება ინაუგურაცია თუმცა, ხალხის პოზიცია ამ კანონდარღვევებთან დაკავშირებით გამოიხატება მიტინგში. მიტინგი - ეს არის დემოკრატიული პროცესი და მე მოგიწოდებთ, რომ ეს მიტინგი არ გასცდეს სამართლებრივი პროცესის ჩარჩოებს. შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ოპოზიცია მოითხოვს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, თუმცა, ვითარების სერიოზულ გამწვავებას არ ველოდები,“- აცხადებს გიორგი მარგველაშვილი. 

დღის ამბები