01 მაისი 2024,   11:53
ვრცლად
აშშ-ს მიერ სირიიდან ჯარის გაყვანა - სირიის დემოკრატიული ძალები დონალდ ტრამპს აკრიტიკებს 

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას სირიიდან ჯარის გაყვანის შესახებ ISIS-ის წინააღმდეგ მებრძოლი კოალიცია, სირიის დემოკრატიული ძალებიც აკრიტიკებს, რომელმაც დაჯგუფების განადგურებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

მათი შეფასებით, ამერიკელების გასვლის შემდეგ შეიქმნება ვაკუუმი, რასაც შესაძლოა ISIS-ის გაძლიერება მოყვეს.

ჯარის გაყვანის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს რესპუბლიკელმა და დემოკრატმა სენატორებმაც და უდიდესი შეცდომა უწოდეს.

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა ამერიკის მთავარი მოკავშირის დიდი ბრიტანეთისთვისაც, რომელიც ISIS-ის ​ის კვლავ საფრთხედ მიიჩნევს.

კმაყოფილი მხოლოდ რუსეთი, ირანი და თავად სირია დარჩნენ. ამჟამად სირიის ჩრდილოეთით, 2 ათასამდე ამერიკელი სამხედრო იმყოფება.

დღის ამბები