07 მაისი 2024,   14:15
ვრცლად
ჯო ბაიდენს ყოფილი თანაშემწე უჩივის - ემი ლაპოსი ირწმუნება, რომ ბაიდენმა მისი სურვილის საწინააღმდეგოდ სახეზე ხელი დაადო

ჯო ბაიდენს კიდევ ერთი ქალი უჩივის. მისი ყოფილი თანაშემწე ემი ლაპოსი ირწმუნება, რომ ბაიდენმა მისი სურვილის საწინააღმდეგოდ ერთ-ერთ ღონისძიებაზე სახეზე ხელი დაადო და ცხვირზეც შეეხო. შემთხვევა 2009 წელს მოხდა, როდესაც ჯო ბაიდენი კონგრესმენი იყო.

რამდენიმე დღის წინ მსგავსი ბრალდება ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს ლუსი ფლორესმაც წაუყენა, რომელიც ირწმუნება, რომ 2014 წელს ჯო ბაიდენი მის მხარდამჭერ შეხვედრას დაესწრო და მოულოდნელად თავზე აკოცა, რითაც ქალს დისკომფორტი შეუქმნა.

თავად ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ ცუდად ის არასდროს არავის მობყრობია. ჯო ბაიდენი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატების მთავარი კანდიდატი იქნება.

დღის ამბები