07 მაისი 2024,   14:37
ვრცლად
არ ვიყავით მზად ასი კაცის თავდასხმისთვის... მათ ვანდალურად დააზიანეს ჩვენი საკუთრება - კომპანია "DIRSI"-ს გენერალური დირექტორი დევნილებს მიმართავს 

300-მდე დევნილი კვლავაც "DIRSI"- ს დასახლებაში რჩება. დევნილებს კომპანის "DIRSI"-ს გენერალური დირექტორმა მიმართა. ბესიკ ჯიქურაშვილი ამბობს, რომ დევნილებს მათი საკუთრება უკანონოდ აქვთ დაკავებული, რაც კომპანიას პრობლემებს უქმნის. 

ჯიქურაული მოუწოდებს დევნილებს, დატოვონ უკანონოდ დაკავებული საცხოვრებელი კომპლექსი. კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ შეჭრილებმა ვანდალურად დააზიანეს ახალაშენებული კორპუსების სადარბაზოების კარები და ცენტრალური კარი.  

„ათეულობით ადამიანი შეიჭრა ჩვენს კერძო საკუთრებაში, მათ ვანდალურად დაანგრიეს ჩვენი შესასვლელი კარებები, ასევე შიგნით დაამტვრიეს ბინის კარებები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ჩვენი დაცვის სამსახურს, დაიკავეს სადარბაზოები და გამოიკეტნენ. მე ვფიქრობ,რომ ეს არის კერძო საკუთრების ძალიან ცუდი გზით შელახვა, რომელიც არის დაუშვებელი. პოლიცია და პატრული უმაღლეს დონეზე მუშაობს პირველივე დღიდან თუმცა მათ არ აქვთ უფლება,რომ იძულების გზით გამოიყვანონ გარეთ. მე მინდა მოვუწოდო მათ, რომ ეს არის კერძო საკუთრება, არის ჩვენი ქონება, მათი ქმედებით ზიანი ადგება ჩვენს ინვესტიციას და ასევე სამომავლო გეგმებს“- განაცხადა ბესიკ ჯიქურაულმა.

მისი თქმით, დაცვის სამსახური არ ელოდა ათეულობით ადამიანის თავდასხმას, რის გამოც მათ დევნილებს წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს. 

„ნამდვილად არ ვიყავით მზად ასი კაცის თავდასხმისთვის. ვერ მოვასწარით შესაბამისი ზომების მიღება,“-ამბობს ჯიქურაული. 

ამავე თემაზე
დღის ამბები