08 მაისი 2024,   14:59
ვრცლად
ცრემლსადენი გაზი, სროლის ხმა - ვენესუელას გათავისუფლების ოპერაცია მიმდინარეობს

ვაშინგტონი სრულ მხარდაჭერას უცხადებს ვენესუელას გათავისუფლების ოპერაციას, რომლის დაწყების შესახებაც რამდენიმე საათის წინ ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, ხუან გუაიდომ, გამოაცხადა.

ოპერაციის მიზანი ნიკოლას მადუროს რეჟიმის დასრულებაა.

მოვლენების ეპიცენტრი კარაკასთან ახლოს მდებარე სამხედრო ბაზაა, სადაც ხალხია შეკრებილი. მათ წინააღმდეგ კი უშიშროების ძალები ცრემლსადენ გაზს იყენებენ. თვითმხილველთა განცხადებით, ადგილზე პერიოდულად სროლის ხმაც ისმის.

ხუან გუაიდო აცხადებს, რომ ვენესუელის შეიარაღებული ძალები არსებულ რეჟიმს მხარს აღარ უჭერენ. თავად ნიკოლას მადურო კი მათ გადატრიალების მოწყობის მცდელობაში, მისი მხარდამჭერი რუსეთი კი კონფლიქტის ესკალაციაში ადანაშაულებს.

ამ დროისთვის შეტაკებები სპეცრაზმსა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის სამხედრო ბაზასთან და კარაკასის ქუჩებშიც მიმდინარეობს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები