07 მაისი 2024,   13:45
ვრცლად
„ქართული ოცნების" აქტივისტის მიერ საარჩევნო უბანთან ნაცემ ახალგაზრდას დღეს ექსპერტიზა ჩაუტარდება

საარჩევნო უბანთან, „ქართული ოცნების" აქტივისტის მიერ  ნაცემ ახალგაზრდას დღეს ექსპერტიზა ჩაუტარდება.

დაზარალებული დამკვირვებელი ანა ბარამიძე, ასევე ინციდენტის თვითმხილველები, ძველი თბილისის პოლიციის განყოფილებაში უკვე გამოკითხეს.

საქმე ეხება  მთაწმინდის მე-13 უბანზე მომხდარ შემთხვევას. ანა ბარამიძეს, „ქართული ოცნების“ აქტივისტი და რკინიგზის თანამშრომელი ანი გელოვანი ფიზიკურად გაუსწორდა.

გელოვანის გაღიზიანება დამკვირვებლების მიერ უბნის გარე პერიმეტრზე ვიდეო კამერით გადაღებამ გამოიწვია. გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები