07 მაისი 2024,   14:20
ვრცლად
საბერძნეთი და კვიპროსი თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოითხოვენ

საბერძნეთი და კვიპროსი თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოითხოვენ. ამის მიზეზი თურქეთის მიერ კვიპროსის ექსკლუზიურ ზონაში გაზის მოსაპოვებლად შესაძლო ბურღვითი სამუშაოები გახდა. ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში  საბერძნეთის პრემიერი ალექსის ციპრასი ევროპელ პარტნიორებს ოფიციალური ანკარის დასჯისკენ მოუწოდებს.

ციპრასის თქმით, ევროკავშირის მომდევნო სამიტზე კონკრეტული გადაწყვეტილების მისაღებად შესაძლო ზომების პაკეტს ისინი მომდევნო კვირის განმავლობაში შეიმუშავებენ.

დღის ამბები