07 მაისი 2024,   13:46
ვრცლად
ლიეტუველი ტურისტი ყაზბეგში 4000 მეტრის სიმაღლიდან ყინულის ნაპრალში ჩავარდა

უბედური შემთხვევა ყაზბეგში - ლიეტუვას მოქალაქე 4000 მეტრის სიმაღლიდან ყინულის ნაპრალში ჩავარდა. დაშავებული ტურისტი ნაპრალიდან მაშველებმა ამოიყვანეს. 

სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ტურისტი თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. ამ დროისთვის ლიეტუვის მოქალაქეს შესაბამისი მკურნალობა უტარდება. 

53 წლის მამაკაცი მყინვარწვერზე მყოფ ტურისტთა ჯგუფის ერთ-ერთი წევრია. 

დღის ამბები