08 მაისი 2024,   14:59
ვრცლად
ძლიერი აფეთქების ხმა წყნეთის გზატკეცილზე - "ახალ სკოლაში" გამათბობლის ქვაბი აფეთქდა

ძლიერი აფეთქების ხმა წყნეთის გზატკეცილზე - გავრცელებული ცნობით, "ახალ სკოლაში" გამათბობლის ქვაბი აფეთქდა, რამაც მცირე ხანძარი გამოიწვია. შემთხვევას ძლიერი დაკვამლიანება მოჰყვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.
სკოლაში მისული იყვნენ კომპანია "თბილისი ენერჯის" წარმომადგენლებიც. მათ მედიასთან კომენტარის გაკეთებისაგან თავი შეიკავეს. 

დღის ამბები