07 მაისი 2024,   14:11
ვრცლად
ერთი გარდაცვლილი და ორი დაშავებული - ავარიის დროს დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა

წალენჯიხაში მომხდარი ავარიის დროს დაშავებული ორი ადამიანი, ამ დრომდე ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში განაგრძობს მკურნალობას.

ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მედიკოსების თქმით, დაშავებულებს დაზიანებები გულ-მკერდისა და კისრის არეში აღენიშნებათ.

წუხელ, წალენჯიხაში მომხდარი ავარიის შედეგად, გარდაიცვალა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი.

შემთხვევისას სატვირთო მანქანა ხრამში გადავარდა. მანქანა, რომელიც ტყიდან გამოდიოდა, ხის მორებით იყო დატვირთული. 

ჯვარი-ფოცხო-ეწერის ტერიტორიაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით დაიწყო.

დღის ამბები