08 მაისი 2024,   12:03
ვრცლად
ლავროვის შესაძლო ვიზიტი თბილისში - ოკუპანტი ქვეყნის პირველ დიპლომატს, კანონი ოკუპაციის შესახებ არაერთხელ აქვს დარღვეული 

ოკუპანტი ქვეყნის პირველი დიპლომატის შესაძლო ვიზიტი თბილისში, უკვე რამდენიმე დღეა დღის მთავარი თემაა.

საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, მინისტრთა კომიტეტის 130-ე შეხვედრას მაისში უმასპინძლებს. კომიტეტში კი 47 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები შედიან, მათ შორის არის რუსეთიც.

ოფიციალური თბილისი ლავროვის ვიზიტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს. 

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, ქვეყანა იხელმძღვანელებს არა საკუთარი კანონების შესაბამისად, არამედ ისე, როგორც ორგანიზაციის წესდებას და სტანდარტს შეესაბამება.

"ჩვენი ქვეყანა, როგორც ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე, მოქმედებს წესდების შესაბამისად, ამიტომ ღონისძიების მოახლოებასთან დაკავშირებით, უკვე სამდივნიოსთან შეთანხმებით, გაკეთდება შესაბამისი განმარტებები,"-განახადა სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა.

ოკუპანტი ქვეყნის პირველ დიპლომატს, საქართველოს კანონი ოკუპაციის შესახებ არაერთხელ აქვს დარღვეული.  

დღის ამბები