08 მაისი 2024,   15:24
ვრცლად
შს მინისტრი მარნეულშია - ვახტანგ გომელაური დახურულ ზონაში ვითარებას პირადად ეცნობა

ქვემო ქართლში დაწესებული კარანტინის მეორე დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ჩავიდა. გომელაური გამშვებ პუნქტებთან არსებულ ვითარებას პირადად გაეცნო, რის შემდეგაც მარნეულისკენ გაემგზავრა. 

შეგახსენებთ, რომ ახალი კორონავირული ინფექციის, COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, 23 მარტს ქვემო ქართლში დაწესებული კარანტინის შესრულების მონიტორინგზე პასუხისმგებლობა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის ძალებს დაეკისრათ.

დღის ამბები