08 მაისი 2024,   12:20
ვრცლად
"პენსიონერი ვარ, რა ვქნათ, შიმშილით მოვკვდეთ?" - მარნეულის მოსახლეობა მერიასთან შეიკრიბა  

მარნეულის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. მოქალაქეები დღეს მერიასთან შეიკრიბნენ. მათი განცხადებით, სახელმწიფოს შემწეობა ყველა ოჯახს არ მიუღია. შეკრებილები მარნეულის მერისა და ქვემო ქართლის გუბერნატორისგან პირველადი მოხმარების პროდუქტით უზრუნველყოფას ითხოვენ.

ადგილობრივების თქმით, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, პროტესტი პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.

მერიასთან შეკრებილებს სამართალდამცველებმა დისტანციის და საკარანტინო რეჟიმის დაცვისკენ მოუწოდა.

"ჩემი მეუღლე 12 წელია პარალიზებულია, ასევე შაქარი აქვს. სოციალური დახმარება სხვების მსგავსად მეც მინდა. პენსიონერი ვარ, რა ვქნათ, შიმშილით მოვკვდეთ?" - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ადგილზე ვითარების გასარკვევად მივიდა მარნეულის მერის მოადგილე. ლაშა ლობჯანიძის განმარტებით, ამ ადამიანების დახმარება დროულად ხორციელდება.

"ის მოთხოვნები, რომელიც მათ აქვთ, ზოგი სოციალურად დაუცველია და სჭირდება დახმარება, სასურსათო პაკეტი, რომელსაც ჩვენ პირველივე დღეებიდან ვაწვდიდით. მუშაობენ ადგილზე ჩვენი სამსახურები, ინიშნავენ და მყისიერად მოხდება ამ ადამიანის დახმარება. რა თქმა უნდა, იმ კატეგორიაზე, რომლებიც რეალურად საჭიროებენ დახმარებას. მინდა მოვუწოდო თითოეულ მოქალაქეს, რომ დაიცვან ეს სოციალური დისტანცია და დაემორჩილონ მთავრობის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს," - განაცხადა მარნეულის მერის მოადგილემ. 

დღის ამბები