07 მაისი 2024,   14:06
ვრცლად
საკონსტიტუციო კომისიაში პრეზიდენტის უფლებამოსილებებზე მსჯელობა მომდევნო კვირას გაგრძელდება

საკონსტიტუციო კომისიამ დღეს ისე დაასრულა მუშაობა, რომ კონკრეტული გადაწყვეტილებები არ მიუღია. მთავარი საკითხები კვლავ პრეზიდენტის არჩევის წესი, მისი უფლებამოსილებები და საარჩევნო სისტემა იყო.

არასაპარლამენტო ოპოზიციის ის წევრები, ვისაც კომისია ჯერ კიდევ არ დაუტოვებია, ითხოვენ ქვეყნის პირველ პირს ქმედითი ფუნქციები ჰქონდეს, მათ შორის, ადმინისტრაციამ შეინარჩუნოს უშიშროების საბჭო.

უმრავლესობის აზრით, საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში მოსახლეობის მიერ პრეზიდეტის არჩევა აუცილებელი არ არის. ქართული ოცნება მხარს დაუჭერს რედაქციას, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის პირველი პირის არაპირდაპირი წესით არჩევა 2023 წლიდან უნდა დაიწყოს.

საარჩევნო თემატიკაზე მომუშავე ჯგუფს მუშაობა ჯერ არ დაუსრულებია. თუმცა, წინასწარ ცნობილია, რომ 5 პროცენტიანი ბარიერის დაწევას მმართველი გუნდი მხარს არ უჭერს. კომისიის წევრები არ ეთანხმებიან ხელისუფლების პოზიციას, რომ არჩევნების შედეგად გაუნაწილებელი მანდატები პირველ ადგილზე გასულ პარტიას უნდა ერგოს.

შეხვედრები მომავალ კვირაში გაგრძელდება. საბოლოო პროექტს, რომელიც ვენეციის კომისიას გადაეგზავნება, კენჭი 22 აპრილისთვის უნდა უყარონ.

ამავე თემაზე
დღის ამბები