08 მაისი 2024,   12:34
ვრცლად
ოთარ ფარცხალაძის საქმე - "ევროპული საქართველო" პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

პარლამენტის სხდომაზე დღეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოითხოვეს შესწავლილი იქნას მერიაში სავარაუდო კორუფციის ფაქტები. ევროპული საქართველოს წევრმა, ირაკლი აბესაძემ მოითხოვა, პარლამენტში შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც ოთარ ფარცხალაძის საქმესთან დაკავშირებით საქმეს შეისწავლის.

"2 მნიშვნელოვანი საკითხი, რატომაც თქვენ თავად უნდა იყოთ დაინტერესებული ამ კორუფციული თემების გამოძიებით, ერთი, მოდის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და, ალბათ, მნიშვნელოვანია საზოგადოებას, თუნდაც, ფარცხალაძის სავარაუდო კორუფციული გარიგების მაგალითზე თბილისის მერიასთან და ბატონ ნარმანიასთან, საზოგადოებას დავანახოთ, რომ ან ეს კორუფცია თბილისის მერიაში არსებობს, ან არ არსებობს. მეორე, როგორც ჩანს, თქვენ მოგიწევთ ბატონი დავით ნარმანიას კანდიდატურის წამოყენება და შემდგომ მხარდაჭერა მთავარ აუდიტორად, ამიტომ, მნიშვნელოვანია, ვისი მხარდაჭერა მოგიწვეთ თქვენი სურვილისა და ინტერესების საწინააღმდეგოდ მთავრი აუდიტორის თანამდებობაზე,“- განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა, ირაკლი აბესაძემ. 

დღის ამბები