08 მაისი 2024,   14:17
ვრცლად
დავა შვილის საფლავის გამო - დაპირისპირება დედა თამარსა და მონასტრის წინამძღვარს შორის

კიდევ ერთი დაპირისპირება სასულიერო პირებს შორის. ეტლით მოსარგებლე დედა თამარს მონასტრის წინამძღვართან უთანხმოება აქვს. გაუგებრობის მიზეზი კი მონაზვნის შვილის საფლავია, რომელიც მან ცოტა ხნის წინ მონასტერთან ახლოს გადმოასვენა. ახლა დედა თამარი შვილის საფლავისთვის ახალ ადგილს ითხოვს.

დედა თამარი შვილის საფლავისთვის სხვა მიწის გამოყოფას საპატრიარქოს სთხოვს. მონაზონის მოთხოვნას ამ დრომდე არავინ პასუხობს.

მონაზონმა მხოლოდ დაკრძალვის შემდეგ გაარკვია, რომ მონასტრის წინამძღვარს საფლავთან ახლოს, ბოსელი ჰქონდა.

მამა ბართლომე და დედა თამარი ერთმანეთს სიტყვიერად კურიერის კამერასთანაც დაუპირისპირდნენ.

დედა თამარის პრობლემებზე საპატრიარქოში არავინ საუბრობს. მისცემენ თუ არა სამოქალაქო ომის დროს დაღუპული 22 წლის შვილისთვის სხვა საფლავს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მონაზონს ჯერ უცნობია.

დღის ამბები