08 მაისი 2024,   12:15
ვრცლად
ბერა ივანიშვილის ერთი Facebook პოსტის შემდეგ მთელმა სახელისუფლებო მანქანამ გადააწყო მთელი რიტორიკა - ირაკლი კიკნაველიძე

„თუ ეს ფაქტი მართლაც გადაცდომა იყო, დამნაშავეები სად არიან?“ - ეს განცხადება, პარტია ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ირაკლი კიკნაველიძემ, გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში, ჯგუფ ბირჟა მაფიას დაკავების საქმეზე საუბრისას გააკეთა.

მისი აზრით, დღეს საქართველოში ნარკოპოლიტიკის პოლიციური, მკაცრი სისტემა არსებობს და ერთჯერად გადაცდომებზე საუბარი ზედმეტია.

„ადამიანი, რომელიც ხელისუფლებას არ მოსწონს, შეიძლება ნარკოტიკი აღმოუჩინონ ჯიბეში, ან იარაღი აღმოუჩინონ ჯიბეში, ან პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერი გამოუქვეყნონ,“ - განაცხადა ირაკლი კიიკნაველიძემ.

მან საქართველოს ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის, შვილი, ბერა ივანიშვილის მიერ რეპერებისადმი გამოთქმულ მხარდაჭერაზეც ისაუბრა.

„ბერა ივანიშვილის ერთი Facebook პოსტის შემდეგ მთელმა სახელისუფლებო მანქანამ, უმაღლესმა იერარქებმა ერთ დილას გადააწყვეს მთელი რიტორიკა,“ - განაცხადა ირაკლი კიკნაველიძემ.

დღის ამბები