07 მაისი 2024,   13:57
ვრცლად
"პატრიოტთა ალიანსის" პრორუსული ულტიმატუმი - ოპოზიცია პარტიის გამონათქვამებს ქვეყნისთვის საშიშად მიიჩნევს

„პატრიოტთა ალიანსი“ მასშტაბური პროტესტისთვის ემზადება. ჩამონათვალი, რომლის გამოც ალიანსის წევრები რადიკალური მეთოდებით იწყებენ ბრძოლას, ცნობილია: ნატო-საქართველო-რუსეთის ფორმატის შექმნა, პირდაპირი დიალოგი კრემლთან და ოკუპაციის შესახებ კანონის გაუქმება.

შეგახსენებთ, რომ პატრიოტთა ალიანსის წევრები რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში პუტინისა და კომუნისტური პარტიის დეპუტატებთან სწორედ ამ საკითხებზე შეთანხმდა.  

ულტიმატუმი ხელისუფლებას, სარეკლამო კლიპის საშუალებით, ირმა ინაშვილმა, დავით თარხან-მოურავმა, ადა მარშანიამ, ემზარ კვიციანმა და გია ლომიამ წაუყენეს.

პარტია ხელისუფლებას რუსეთთან დიალოგის დაწყებას სთხოვს. ულტიმატუმი ვადა სექტემბერში იწურება, რის შემდეგაც ალიანსი თბილისსა და ბათუმში ქუჩის აქციებს და უვადო შიმშილობას დაიწყებს.

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ პატრიოტთა ალიანსის ქმედებები ქვეყნისთვის საშიშია. ბლოკმა თავისუფალი დემოკრატები და რესპუბლიკელები 
დღეს კურიერთან ექსკლუზიურად დააანონსეს საკანონდებლო ინიციტიავა. მათი აზრით, ხელისუფლების შესაბამისი უწყებების გარდა, რუსეთთან რომელიმე პოლიტიკური გაერთიანებისა თუ ორგანიზაციის მოლაპარაკებები სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით უნდა დაისაჯოს.

საპარლამენტო ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ პატრიოტთა ალიანსის წევრები რუსეთის დაკვეთას პირდაპირ ასრულებენ.

მმართველი პარტია არ მალავს, რომ პატრიოტების მოთხოვნებიდან შესაძლოა, ერთი შესრულდეს და ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი გადაიხედოს. თუმცა, რა ნაწილი შეიძლება, შეიცვალოს კანონში, ამაზე ქართულ ოცნებაში ჯერ არ საუბრობენ.

მედიის განვითარების ფონდში აცხადებენ, რომ ალიანსის რიტორიკა რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნების განცხადებებთან სრულ თანხვედრაშია.

დღის ამბები