08 მაისი 2024,   14:15
ვრცლად
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მაგივრად უნდა დაეწეროს "ივანიშვილის მონების საკრებულო" - კახა კუკავა

სააპელაციო სასამართლომ ოპოზიციის ერთობლივი სარჩელი არ დააკმაყოფილა.

პოლიტიკური პარტიები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საოლქო კომისიების შემაჯამებელი ოქმების გაბათილებას და ხელახლა გადათვლას ითხოვდნენ. საუბარია 9 ოლქზე.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ ამის მოლოდინი ჰქონდათ, რადგან დღეს ქვეყანაში არ არსებობს თავისუფალი სასამართლო.

„მონებმა ახლა რა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ?! თბილისის სააპელაციო სასამართლოს მაგივრად უნდა დაეწეროს "ივანიშვილის მონების საკრებულო". რა მოლოდინი უნდა გვქონოდა?!“ - განაცხადა პარტია თავისუფალი საქართველოს თავმჯდომარემ, კახა კუკავამ.

დემოკრატიულ მოძრაობაში კი ამბობენ, რომ სასამართლო მოქმედებს ბიძინა ივანიშვილის მიერ გაცემული დავალების მიხედვით, რის გამოც ოპოზიციის სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

"ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ჩალით არის დაფარული,“ - განაცხადა დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს წევრმა, გიორგი ახვლედიანმა. 

პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოში ყველა ინსტანციას გაივლიან, სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ. 

 

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი

დღის ამბები