08 მაისი 2024,   12:46
ვრცლად
ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე ცოლ-ქმარი დააკავეს

ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე ცოლ-ქმარი მორგოშიები დააკავეს და ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით ფულადი ჯარიმა გამოუწერეს. ცოლ-ქმარი ნაკვეთის მიმდებარედ თხილის საკრეფად იყვნენ წასულები. 

“ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარზე სოფელ ნაბაკევთან დაკავებულ იქნა ცოლ-ქმარი მორგოშიები, რომლებიც მეორე დღესვე გაანთავისუფლეს. ასეთი ფაქტები ხშირია, ხდება მავთულხლართების გავლება, ხშირია როდესაც პირუტყვი გადადის, ადამიანები თავიანთ ნაკვეთებში მიდიან და ხშირად ხდება მათი დაკავება“ - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ჩიკვაიძემ.  

დღის ამბები