ინგოროყვას სახელობის კლინიკაში, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული 11 წლის მოზარდია გადაყვანილი, შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი მივიდა. სწორედ მისი მანქანა დაეჯახა ბავშვს წყნეთის გზატკეცილზე. ამ დროს მინისტრიც მანქანაში იჯდა. ციხელაშვილი ადასტურებს, რომ ბავშვს მისი მძღოლი დაეჯახა. მისივე ინფორმაციით ბავშვს მძიმე დაზიანებები არ აქვს. მოზარდის ნახვის შემდეგ მინისტრი ვრცელ კომენტარს გააკეთებს.
შემთხვევა წყნეთის გზატკეცილზე, სკოლასთან ახლოს მოხდა. მინისტრს კუთვნილი ავტომანქანა ამ ეტაპზე საჯარიმო სადგომზეა გადაყვანილი.
მომხდარზე გამოძიება, სისიხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.