ავტომობილი, რომელიც 11 წლის მოზარდს დაეჯახა, სახელმწიფო მინისტრს, ქეთევან ციხელაშვილს ემსახურებოდა. როგორც "რუსთავი 2"-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება, სისიხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. მანქანა გადაყვანილია საჯარიმო სადგომზე.
შემთხვევის დროს მინისტრი ციხელაშვილი ავტომობილში იმყოფებოდა. რაც შეეხება მძღოლს, მას ჩაუტარდა ალკოტესტი და ის ნასვამ მდგომარეობაში არ აღმოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ წყნეთის გზატკეცილზე დაახლოებით ერთი საათის წინ, ავტომობილი მოზარდს დაეჯახა. ბავშვი საავადმყოფოშია გადაყვანილი.