18 ნოემბერი 2024,   00:20
ვრცლად
არასრულწლოვანს თითქმის არანაირი დაზიანება არ აღენიშნება - ქეთევან ციხელაშვილი

ქეთევან ციხელაშვილმა ინგოროყვას კლინიკაში ის მოზარდი მოინახულა, რომელსაც რამდენიმე საათის წინ, მისი ავტომობილი დაეჯახა. როგორც შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ამბობს, არასრულწლოვანს თითქმის არანაირი დაზიანება არ აღენიშნება, თუმცა მას ყველანაირი გამოკვლევა უტარდება.

ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ის ესაუბრა როგორც ექიმებს, ისე მოზარდის მშობლებს.  

მინისტრის თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, მძღოლის მხრიდან სიჩქარის გადამეტებას ადგილი არ ჰქონია და ის უკვე თანამშრომლის საგამოძიებო უწყებებთან.

„ჩაუტარდა მას ყველა საჭირო გამოკვლევა, რომლითაც არ აღენიშნება რაიმე სერიოზული დაზიანება ან ტრავმა. არ იყო გადაჭარბებული სიჩქარე და მოძრაობის წესების დარღვევას ადგილი არ ქონია, მაგრამ კიდევ ერთხელ, მე ამაზე ვერ ვისაუბრებ ახლა, იმიტომ რომ აუცილებელია ჩატარდეს გამოძიება,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

შემთხვევა წყნეთის გზატკეცილზე, სკოლასთან ახლოს მოხდა. მინისტრს კუთვნილი ავტომანქანა ამ ეტაპზე საჯარიმო სადგომზეა გადაყვანილი.

მომხდარზე გამოძიება, სისიხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. 

დღის ამბები