06 დეკემბერი 2022,   01:47
ვრცლად
ოზურგეთში მთვრალი კაცი რაიონულ სამმართველოში შეიჭრა და კომპიუტერი დაამტვრია

სამართალდამცველებმა ოზურგეთში სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, გამთენიისას ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირი რაიონულ სამმართველოში შეიჭრა, პერსონალური კომპიუტერის მონიტორი დააზიანა და პოლიციის თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

დანაშაული 1-დან 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

დღის ამბები