27 ივლისი 2024,   03:26
ვრცლად
სოლსბერის ქიმიური თავდასხმის გამო, მსოფლიოს 25 ქვეყანა რუს დიპლომატებს აძევებს

სოლსბერის ქიმიური თავდასხმის გამო, ჩრდილო ატლანტიკურმა ალიანსმა რუსი დიპლომატები გამოაძევა. უახლოეს დღეებში ნატო-ს შტაბბინაში რუსეთის მისიის თანამშრომელთა რიცხვი 30-დან 20-მდე შემცირდება.

გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის, ბრძანებით, 7 დიპლომატი გააძევეს, სამს კი აკრედიტაციის მიცემაზე უარს ეუბნებიან.

ალიანსის გენერალურმა მდივანმა დღეს მოსკოვს ღიად მიანიშნა, რომ მოსკოვის ქმედებები პოლიტიკური პასუხის გადახდის გარეშე ვერ ჩაივლის.

კრემლში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილებას პირადად ვლადიმერ პუტინი მიიღებს. სერგეი ლავროვმა დღეს შეერთებული შტატები შანტაჟში და სხვა ქვეყნებზე ზეწოლაში დაადანაშაულა.

უახლოეს დღეებში შეერთებულ შტატებს 60 რუსი დიპლომატი დატოვებს. მათ შორის, არადეკლარირებული დაზვერვის ოფიცრებიც, რომლებიც რუსეთის დიპლომატიურ უწყებებში და გაერო-ში მუშაობდნენ. სანქცია საერთო ჯამში 153 რუს დიპლომატზე ვრცელდება.

შესაძლოა, სოლსბერის ქიმიური თავდასხმა, რომელზეც მთელი პასუხისმგებლობა რუსეთს დაეკისრა, მხოლოდ დიპლომატების გაძევებით არ დასრულდეს. საერთაშორისო გაერთიანება სხვა ზომების მიღებასაც არ გამორიცხავს.

ისლანდიამ რუსეთთან უკვე შეწყვიტა დიალოგი მაღალ დონეზე და ქვეყნის ლიდერებმა მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატსაც ბოიკოტი გამოუცხადეს.

დღის ამბები