16 აპრილი 2024,   13:12
ვრცლად
სხდომები დაემსგავსა რეალითი შოუს - იუსტიციის საბჭოს წევრი სერგო ​მეთოფიშვილი სხდომების დახურვას ითხოვს 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომები შესაძლოა, დაიხუროს. ინიციატივა საბჭოს მოსამართლე წევრმა სერგო მეთოფიშვილმა უკვე მეორედ დააყენა. მეთოფიშვილი იუსტიციის სხდომებს რეალითი შოუს ადარებს და ამბობს, რომ მედიისა და არასამთავრობოების დასწრების პირობებში იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მუშაობაში ხელი ეშლება.

„ეს არაჯანსაღი ატმოსფეროა, მე ამას დავასაბუთებ, ადრეც თუ გახსოვთ ვთქვი, რომ გამოვიტან ამას და ვიმსჯელოთ ამაზე. უზარმაზარი საკითხებია და პრობლემები გვაქვს და ამით ვართ დაკავებული ვინ უფრო მახვილად უპასუხებს. გამჭვირვალობამ მოიტანა, რომ სამუშაო რეჟიმი გადავიდა რეალითი შოუში“- განაცხადა მეთოფიშვილმა.
მეთოფიშვილის წინადადება მიუღებელია საბჭოს არამოსამართლე წევრისთვის ნაზი ჯანეზაშვილისთვის.

მისი თქმით, სხდომების დახურვა საბჭოს მძიმე მდგომარეობამდე მიიყვანს.

„ბუნებრივია, ეს შეამცირებს ნდობას ჩვენდამი და გააჩენს უფრო მეტ კითხვებს საბჭოსადმი,“-განაცხადა ჯანეზაშვილმა.

დღის ამბები