დაბა ჩაქვში გვირაბთან ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ისინი ქობულეთის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსი 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.