17 ივნისი 2024,   07:09
ვრცლად
სუსი გამოიყენებს ყველა ბერკეტს, რათა ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის გამო ყველა პირმა პასუხი აგოს - სუს-ის ანგარიში

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ანგარიშს აქვეყნებს, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და იქ არსებულ მდგომარეობას ეთმობა. დოკუმენტის ამ ნაწილში ნახსენებია არჩილ ტატუნაშვილის საქმეც.

უსაფრთხოების სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში აღნიშნულია რომ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფა, კიდევ ერთხელ ადასტურებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებას.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, რათა დადგინდეს სიმართლე და არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული ყველა პირი წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე,"-აღნიშნულია უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში.

დღის ამბები