22 დეკემბერი 2024,   10:14
ვრცლად
სწორი აქცენტები - საპარლამენტო უმრავლესობა სახელმწიფო უსაფრთხობის სამსახურს მადლობას უხდის

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშს, რომელიც ცოტა ხნის წინ უწყებამ გამოაქვეყნა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აფასებენ.

დავით მათიკაშვილის თქმით, ოკუპაცია და არაფორმალური ანექსიის მიმდინარე პროცესი არის ის საკითხები, რომელზეც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად მუშაობს.

„სწორედ ეს მიმართულებებია, რაზეც უსაფრთხოების სამსახური ძალიან აქტიურად მუშაობს, ის რომ საქართველოში ხდება ბევრი საკითხის პრევენცია ეს არის ამ სამსახურის აქტიური მუშაობის დამსახურება. ამ გადასახედით მხოლოდ მადლობა მინდა გადავუხადო,“-განაცხადა მათიკაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშს დადებითად აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი სოფო კილაძე, მისი თქმით, ანგარიშში აქცენტები ძალიან სწორად არის დასმული.

„აბსოლუტურად სწორი აქცენტებია დასმული. ოკუპირებული ტერიტორიები და ამ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებები ჩვენთვის განსაკუთრებული ტკივილის საგანს წარმოადგენს. აბსოლუტურად, მასიურ დარღვევებს აქვს ადგილი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით,“- აცხადებს კილაძე.

დღის ამბები