22 დეკემბერი 2024,   10:31
ვრცლად
მთავრობა ახალი საგადასახადო ინიციატივების განხორციელებას აპირებს

მთავრობა ახალი საგადასახადო ინიციატივების განხორციელებას აპირებს. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ინიციატივა სამი რეფორმისგან შედგება. პრემიერის განცხადებით, ცვლილებებით მეწარმე ზედმეტი პროცედურებისგან გათავისუფლდება.

„მეწარმე თავისუფლდება ზედმეტი ბიუროკრატიული პროცედურებისგან და ნაცვლად ხუთი საგადასახადო დოკუმენტისა, რომელიც დღეს დგება მეწარმის მიერ, ერთი გაერთიანებული საგადასახადო დოკუმენტი იქნება. მაქსიმალურად ვამარტივებთ პროდუქციის შესყიდვას ადგილობრივი მეწარმეებისგან, სოფელში მცხოვრები ადამიანებისგან და მცირე ფერმებისგან. ასევე ფინანსთა მინისტრის ინიციატივა საშუალებას მისცემს უცხოელ ინვესტორებს, ონლაინ რეჟიმში დაარეგისტრირონ კომპანიები ჩვენს ქვეყანაში, გახსნან ანგარიშები ჩვენს საბანკო სისტემაში, ასევე, ონლაინ რეჟიმში შეეძლებათ კომპანიის მართვა ფიზიკურად მათი აქ ყოფნის გარეშე,"-განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

დღის ამბები