ტყიბულის შახტში საწარმოო შემთხვევას ისევ მსხვერპლი მოჰყვა.
ამ დროისათვის არსებული, ჯერეჯერობით არაოფიციალური ინფორმაციით, გარდაცვლილია 6 ადამიანი, 3 კი დაშავებულია. უბედური შემთხვევა გამთენიას, 04:00 საათზე მოხდა.
„სამთო დარტყმა მოხდა მეორე სამთო უბანში და დაგვეღუპა 6 ადამიანი. სამთო დარტყმამა გამოწვია ჭავლი, ამ ჭავლმა 6 ადამიანი დააზიანა, დაგვეღუპნენ. სამია დაშავებული, მაგრამ არცერთს არაფერი ემუქრება, დაწყებულია გამოყვანა, პრობლემა არ არის გამოყვანაზე,“-ამბობს შახტის წარმომადგენელი.