24 აპრილი 2024,   14:53
ვრცლად
იერუსალიმში წითელ პარასკევს ტრადიციული მსვლელობით აღნიშნავენ

იერუსალიმში ვნების კვირის ყველაზე მძიმე დღეს ტრადიციული მსვლელობით აღნიშნავენ. ქალაქის ძველ ნაწილში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია.

მორწმუნეები ვია დოლოროსას ქუჩაზე იკრიბებიან, სადაც მსვლელობა გაიმართება.

ქრისტიანული რწმენის თანახმად მაცხოვარი ჯვარცმამდე სწორედ ამ ქუჩაზე ჩაატარეს.

ტრადიციულად პილიგრიმები იმ 14 ადგილზე გაჩერდებიან, სადაც მაცხოვარმა შეისვენა.

მსვლელობის შემდეგ პილიგრიმები მაცხოვრის აღდგომის ტაძარში ლოცვებს დაესწრებიან, ხვალ კი მართლმადიდებლები წმინდა ცეცხლის გადმოსვლას დაელოდებიან.

დღის ამბები