17 ივნისი 2024,   07:55
ვრცლად
აშშ-მ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა - ჩამონათვალს 39 მაღალჩინოსანი დაემატა

ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ სანქციების სია გააფართოვა და ჩამონათვალს, კიდევ 39 რუსი მაღალჩინოსანი, ბიზნესმენი და კომპანია დაუმატა.

სიაში მოხვდნენ ბიზნესმენი ოლეგ დერიპასკა და სულეიმან კერიმოვი. დამატებითი სანქციები შეეხოთ გაზპრომის ხელმძღვანელს ალექსი მილერს, უშიშროების საბჭოს მდივანს ნიკოლაი პატრუშევს და შინაგან საქმეთა მინისტრს ვლადიმერ კალაკოლცევს. შავ სიაში სულ 7 ბიზნესმენი, 12 კომპანია და 17 რუსი მაღალჩინოსანი მოხვდა.

ახალი სანქციები მათ უკრაინის, სირიისა და კიბერთავდასხმების გამო დაუწესეს. თუმცა ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეზღუდვების დაწესების უმთავრესი საბაბი რუსეთის მცდელობა გახდა, რომელიც დასავლური დემოკრატიის განადგურებისკენაა მიმართული.

დღის ამბები