09 ოქტომბერი 2024,   01:11
ვრცლად
კუბო, კუბო ლიფტით და თვლებით, სუდარა და ა.შ. - დამკრძალავმა ბიუროებმა მომსახურების საფასური გაზარდეს

დამკრძალავმა ბიუროებმა მომსახურების საფასური გაზარდეს. წლიდან წლამდე ჭირისუფალს მიცვალებულის დასაკრძალად სულ უფრო მეტის გადახდა უწევს.

მიცვალებულის გაპატიოსნება, სუდარა, ბალდახინი, სასახლე მაცივარი და ჩასასველებელი - ჭირისუფლის პირველადი ხარჯი 900 ლარამდე ჯდება. ეს ყველაზე იაფი მომსახურებაა და ჭირისუფალს მას მერიას დაქვემდებარებული დამკრძალავი ბიურო შპს „ჰერმესი“ სთავაზობს.

51 საქალაქო სასაფლაოს, თითქმის, უმრავლესობა, „ჰერმესის“ დაქვემდებარებაშია. 25 უკვე დახურულია. განსხვავებით მერიის შპს-სგან, კერძო დამკრძალავ ბიუროებს თავისუფალი მიწები თბილისის ცენტრალურ უბნებში აქვთ და 10-ჯერ უფრო ძვირი ღირს.

ძვირადღირებული ჩასასვენებლები აქვს „ინდან ჯორჯიას,“ მაგალითად, კუბო ძვირფასი თვლებით, მოოქროვილი ან ბრინჯაოს სახელურებით, თანამედროვე დიზაინის, მაღალი ხარისხის ხავერდით. მაგალითად, კუბო ლიფტითა და სვაროვსკის თვლებით 15 ათასი ლარი ღირს. კერძო მომსახურებაში შედის მაღალი ხარისხის სუდარა 100 ლარად და ბალდახინის მომსახურება - 250 ლარად.

დღის ამბები