11 ოქტომბერი 2024,   21:30
ვრცლად
ნოე რამიშვილის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩოხატაურის რაიონის სოფელ დიდ ვანში გაიმართა

საქართველოს პირველი რესპუბლიკის, პირველი შინაგან საქმეთა მინისტრის, ნოე რამიშვილის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩოხატაურის რაიონის სოფელ დიდ ვანში გაიმართა.

მინისტრის მშობლიურ სოფელში შეხვედრა იმ სკოლის ეზოში ჩატარდა, სადაც ნოე რამიშვილი სწავლობდა.

ღონისძიებას, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა, ნოე რამიშვილის შთამომავლები, ისტორიკოსები, ადგილობრივი მოსახლეობა და სკოლის მოსწავლეებიც ესწრებოდნენ.

სკოლის ეზოშივე უჩვენეს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმი "პირველი რესპუბლიკა".

ნოე რამიშვილის შთამომავლების ინიციატივით, სოფელ დიდი ვანის სკოლაში მისი სახელობის ყოველწლიური სტიპენდია დაწესდება.

დღის ამბები