22 დეკემბერი 2024,   09:36
ვრცლად
წმინდა ცეცხლს, რომელიც მართლმადიდებლების რწმენით ქრისტეს საფლავზე გადმოვიდა, თელ-ავივიდან თბილისში 23:55 საათზე ჩამოაბრძანებენ

წმინდა ცეცხლს, რომელიც მართლმადიდებლების რწმენით იერუსალიმში ქრისტეს საფლავზე გადმოვიდა, თელ-ავივიდან თბილისში 23:55 საათზე ჩამოაბრძანებენ.

აეროპორტის საინფორმაციო სამსახურის ინფორმაციით, თელ-ავივიდან თბილისში თვითმფრინავი 23:55 საათზე ჩამოფრინდება. 

იერუსალიმიდან ცეცხლს მომლოცველები ჩამოიტანენ. მათ აეროპორტში სხვადასხვა ტაძრების სასულიერო პირები და მრევლი დახვდება.

წმინდა ცეცხლს აეროპორტიდან ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში მიაბრძანებენ, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე სააღდგომო ლიტურგიას აღავლენს. 

სააღდგომო ლიტანიობა ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში 23:00 საათზე დაიწყება. 


დღის ამბები